Accentnews.ge
კალაძე – წუხანდელ თავდასხმებზე:  ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, მაგრამ რატომ არ გმობთ „იმედის“, „პოსტივის“ ჟურნალისტების შეურაცხყოფას?

კალაძე – წუხანდელ თავდასხმებზე: ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, მაგრამ რატომ არ გმობთ „იმედის“, „პოსტივის“ ჟურნალისტების შეურაცხყოფას?

09/05/2024 08:45:00 პოლიტიკა

"ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე წუხელ თბილისში მომხდარ თავდასხმის ფაქტებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ყველანაირი ძალადობა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური კატეგორიულად მიუღებელია".

"როგორ შეიძლება, ადამიანმა მოიწონოს ძალადობა, ბულინგი, მაგრამ ნახეთ აქ რა მდგომარეობაა: როდესაც მაგალითად, „იმედის“, „პოსტივის“ ჟურნალისტს პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ აქციაზე, არის პირდაპირი მოწოდებები, რომ დააბულინგონ (რაც კატეგორიულად მიუღებელია), როდესაც მამუკა მდინარაძეს ლაჩრულად მიეპარა ალეკო ელისაშვილი, ნახეთ, რა განცხადებები კეთდებოდა. ეს ძალიან სახიფათოა, ძალიან ცუდია, არ შეიძლება. როდესაც სალომე ზურაბიშვილი იწყალებს ადამიანს, რომელმაც სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა და ოპოზიციას სურვილი ჰქონდა, რომ იგი გმირად გამოეყვანა - ეს არის ის კონკრეტული ფაქტები, რომელიც ძალიან მძიმე და შემაშფოთებელია. ჩვენ პოლიტიკოსები, არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება თუ ოპოზიციის, უნდა გავემიჯნოთ ამ ყველაფერს და პირდაპირ დავგმოთ. მესმის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს საერთოდ არ ადარდებთ ეს ყველაფერი და არ აინტერესებთ. როგორ შეიძლება, მოგწონდეს ან ფიზიკური ძალადობა, ან ფსიქოლოგიური, რასაც ვხედავთ ბოლო დღეებში.

ჩვენ ყველას ხომ გვინდა, რომ ასეთი ფაქტები მიუღებელი იყოს და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაიგმოს. მე ვსვამ ძალიან მარტივ შეკითხვას, რატომ არ გამოდიხართ და რატომ არ გმობთ იმას, რომ მაგალითად: „პოსტივის“ ჟურნალისტს თქვენთან ერთად და თქვენ თვალწინ შეურაცხყოფას რომ აყენებენ, იგივე „იმედის“ ჟურნალისტს? გამოდის - არ მახსოვს ბუღაძე იყო, თუ ამაღლობელი, პირდაპირ მოწოდებებს აკეთებდა აქციაზე. როგორ შეიძლება, ეს სწორია? [...] ხაბეიშვილის ქცევა ნორმალური იყო? მოგეწონათ? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელების კორდონში შევარდნა, პოლიციელებზე შეურაცხყოფა, ქვების, ბოთლების, მძიმე საგნების სროლა. მეგობრებო, დღეს ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ხომ დაცულია? ნებისმიერ ადამიანს ხომ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი მოსაზრება გამოხატოს ამა თუ იმ ფორმის, თუნდაც აქციებით? მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში და არავის არ უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ პოლიციელებს ქვები ესროლონ, შეურაცხყოფა მიაყენონ, აფურთხონ, აგინონ და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის: ბოლო სამი დღის განმავლობაში „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებს ჯერ მასობრივად ურეკავდნენ უცხო ქვეყნების და საქართველოს ნომრებით, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ, ხოლო შემდეგ დაფიქსირდა თავდასხმების ფაქტები. 8 მაისის ღამეს უცნობი პირები თავს დაესხნენ საკუთარ სახლთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრს დიმიტრი ჩიქოვანს. გარდა ამისა, სადარბაზოსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარ გია ჯაფარიძეს. თავს დაესხნენ ბაიკერ ლაშა ღვინიანიძესაც, რომელიც „აგენტების კანონის" წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეა. ორი დაზარალებული ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S