Accentnews.ge
ხვიჩია: „ქოცებს" ჰგონიათ, რომ ჩვენ შუა აზიის საზოგადოება ვართ, რომელსაც თავში თუ წამოუტყაპუნებ, ძუნძულით გამოგყვება რუსეთისკენ

ხვიჩია: „ქოცებს" ჰგონიათ, რომ ჩვენ შუა აზიის საზოგადოება ვართ, რომელსაც თავში თუ წამოუტყაპუნებ, ძუნძულით გამოგყვება რუსეთისკენ

09/05/2024 11:13:55 პოლიტიკა

"გირჩის" წევრი, დეპუტატი იაგო ხვიჩია ეხმიანება გვიან ღამით მომხდარ ძალადობის ფაქტებს და ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, „ხალხი „ნაცური“ მეთოდებით დააშინოს“.

„ქოცები" არ იცნობენ ქართულ საზოგადოებას. მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ ვართ შუა აზიის საზოგადოება, რომელსაც თავში თუ წამოუტყაპუნებ, დასჯი, დაიჭერ, გალახავ, ჭკვიანად იქნება და ეგრევე გამოგყვება ძუნძულით რუსეთისკენ“, - თქვა ხვიჩიამ.

როგორც ხვიჩია აღნიშნავს, ეს არა მონების, არამედ თავისუფალი ადამიანების საზოგადოებაა და "ქართული ოცნება" სწორედ ამ მნიშვნელოვან გარემოებას ვერ იაზრებს.

"ეს ნიშნავს ხელისუფლების ისტერიკას, რომელიც ცდილობს ადამიანები დააშინოს "ნაცური" მეთოდებით და შესაბამისად, უფრო და უფრო მეტად ემსგავსება იმას, ვისაც ებრძოდა მთელი ცხოვრება. მე არ მჯერა, რომ ამას რაიმე შედეგი ექნება, არ მჯერა, რომ რომელიმე ადამიანი "გამოსწორდება" ამ გალახვის შემდეგ და "ქართული ოცნებისთვის" რამე უკეთესობა იქნება. ზუსტად იგივე ნაწილია ხალხის დაკავება, ზუსტად, ასევე, ისტერიას წააგავს ესეც. ამ შემთხვევაში უკვე ბავშვების მშობლებს აშინებენ, რომ თქვენი შვილები რომ არ გაიშარონ აქციაზე, არ გაუშვათო. ამაზე უარესს აკეთებდნენ "ნაცები" 2012 წელს და მე მგონია, "ქოცებიც" აგრძელებენ შესაბამისად...

ადამიანებისთვის, ზედ არჩევნების წინ, არანაირი განსხვავება არ იქნება 2012 წლის "ნაცებსა" და დღევანდელ "ქოცებს" შორის, იმიტომ, რომ ერთი და იგივე ტემპი აქვთ აკრეფილი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შენარჩუნების“,– ამბობს ხვიჩია.

.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S