Accentnews.ge
ზელენსკი: აუცილებლად იქნება ევროპის დღე საქართველოსთვის

ზელენსკი: აუცილებლად იქნება ევროპის დღე საქართველოსთვის

09/05/2024 13:26:21 პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა დაელოდება ევროკავშირის ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, მაგრამ ევროკავშირის გაფართოება ასევე უნდა გავრცელდეს ევროპის სხვა სახელმწიფოებზეც.

"მნიშვნელოვანია, რომ სხვა ხალხებისთვის, რომლებიც იმსახურებენ ევროკავშირში ყოფნას, ევროპულმა ერთიანობამ ნამდვილად იმუშაოს, რათა მათაც მოახდინონ თავიანთი კანდიდატის სტატუსის რეალიზება“, - თქვა ზელენსკიმ და ჩამოთვალა ის სახელმწიფოები, რომლებსაც ის მომავალი ევროკავშირის შემადგენლობაში ხედავს:

„ევროპა არის როგორც ბალკანეთის ქვეყნები, ასევე მოლდოვა და აუცილებლად იქნება ევროპის დღე საქართველოსთვის და ბელარუსისთვის“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S