Accentnews.ge
მალხაზ მაჩალიკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს

მალხაზ მაჩალიკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს

30/12/2019 23:50:38 საზოგადოება

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლის საპროტესტო კარავიც თბილისის მერიის წარმომადგენლებმა აიღეს, ნაცვლად კი საბავშო ატრაქციონი დადგეს, მოქალაქეებს მიმართავს:

პირველ რიგში გილოცავთ დამდეგ 2020 წელს.

მე, მალხაზ ვახა მაჩალიკაშვილს, განსხვავებით ქოცური თანამდეობის პირებისა, ბავშვები ძალიან მიყვარს და მათი გულისთვის ვიბრძვი. ვიცი, თემირლანს არავინ და ვერავინ დამიბრუნებს, მაგრამ ამ გაუსაძლის პირობებში, როგორც დაჭრილი მხეცი კუთხეში მიმწყვდეული, მაინც ვცდილობ, თქვენი შვილებისთვის ვიბრძოლო, რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ საწოლში მძინარეც და გარეთ ქუჩებშიც.

ჩემი თხოვნა იქნება - თბილისი დიდია, არის სახალწლო სოფელიც, ნუ გამოიყვანთ პარლამენტის წინ თქვენს შვილებს, იქ მესამე ახალი წელია, ქუჩაში იმის მოთხოვნით ვდგავარ, რომ მითხრან - თემირლანის მკვლელი ვინ არის, არ არის იქ ბავშვებისთვის საზეიმო ადგილი, ამ ყველაფერს დღევანდელი სისხლიანი ხელისუფლება ბავშვების ინტერესების გამო არ აკეთებს, ისინი ჩემზე შურისძიებას ცდილობენ, არ აქვთ ამათ ბავშვების დარდი.

დიდი პატივისცემით მალხაზ ( ვახა) მაჩალიკაშვილი”.

ცნობისთვის: ატრაქციონის დადგმას წინააღმდეგობა მოჰყვა. დაკავებულია ცხრა პირი.

იხილეთ ასევე:

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S