ბოკერია: ივანიშვილის რეჟიმი შეშინებულია
09/05/2024 13:54:06 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას აზრით, მოქალაქეებზე გუშინდელი თავდასხმები მიუთითებს, თუ "რამდენად შეშინებულია რეჟიმი".
„ეს რეჟიმი წლებია პროპაგანდას ეწევა, "არ აგარევინებთ", "გლობალური ომის პარტია" გვიპირისპირდება და მშვიდობას ვიცავთო", სინამდვილეში, სწორედ „ქართული ოცნებაა“ ძალადობრივი არეულობის პარტია, რომელიც საკუთარ ხალხთან და ცივილიზებულ სამყაროსთან დაპირისპირებულია და ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ ჩვენს მტერთან, რუსეთთანა შეკრული.
გუშინდელი თავდასხმები გია ჯაფარიძეზე, დიმა ჩიქოვანზე, ლაშა ღვინიანიძეზე, არის საბუთი იმისა, თუ როგორი შეშინებულია ივანიშვილის რეჟიმი იმ პროტესტით, საზოგადოების ერთიანობით, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ დღეებში. და სწორედ იმიტომ, რომ ასე ეშინიათ, აუცილებელია ამ პროტესტის გაგრძელება და გაფართოება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.


