Accentnews.ge
პრემიერი ამტკიცებს, რომ ამომრჩეველთა ინტელექტის კვლევა ჩაატარეს და „ოცნებას“ მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველების 73,8% უჭერს მხარს

პრემიერი ამტკიცებს, რომ ამომრჩეველთა ინტელექტის კვლევა ჩაატარეს და „ოცნებას“ მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველების 73,8% უჭერს მხარს

10/05/2024 06:52:57 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ამომრჩეველთა ინტელექტის კვლევა ჩაატარეს და „ოცნებას“ მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველების 73,8% უჭერს მხარს.

"ერთი თვის წინ საინტერესო კვლევა ჩავატარეთ. გამოვიკითხეთ, ამომრჩევლის რამდენი პროცენტი უჭერდა მხარს „ქართულ ოცნებას“ ინტელექტის დონის მიხედვით. რესპონდენტების ინტელექტი, ანუ IQ შევამოწმეთ და ისინი მაღალი, საშუალო და დაბალი ინტელექტის კატეგორიებად დავყავით. კვლევით დადგინდა, რომ „ქართულ ოცნებას“ მარტში ამომრჩევლის 61,3 პროცენტი უჭერდა მხარს. ამასთან, მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში - მხოლოდ 45,6 პროცენტი. ზოგადად, სახელმწიფოსთვის ყველაზე საშიში საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანების დომინირებაა, რასაც დანინგ-კრუგერის თეორიაც ადასტურებს. ამ თეორიის თანახმად, საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანს ახასიათებს თავდაჯერებულობის ყველაზე მაღალი ხარისხი. ადამიანს, რომელსაც კანონი არ წაუკითხავს, მაგრამ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორისგან და ოკეანის გაღმიდან მოისმინა, რომ ეს კანონი რუსულია, ყველაზე მყარად სწამს, რომ მის მიერ წაუკითხავი კანონი ცუდია", – ნათქვამია პრემიერის წერილში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S