დეპუტატი ამბობს, რომ ჩასაფრება შეიძლება მოეწყოთ „ოცნებაში ჩანერგილებს“
10/05/2024 07:44:54 პოლიტიკა
ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი „ევროპელი სოციალისტების“ წევრი, დეპუტატი ფრიდონ ინჯია უშვებს, რომ მათ შორის, „ტვ პირველის“ ეზოში ჩასაფრება შეიძლება მოეწყოთ „ოცნებაში ჩანერგილებს“, რომელთაც „აწყობთ დესტაბილიზაცია“.
„მე არ ვიცი, რა ოპერატიული მდგომარეობაა... შეიძლება სხვები იყვნენ, ან ვინც დაინტერესებულია დესტაბილიზაციით, იმის მოწყობილი იყოს...თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“...თუ მათთვის მომგებიანია, ისინი ამას მოაწყობდნენ...“ოცნებაში“ ჩანერგილი ის ადამიანები, რომლებსაც უნდათ დესტაბილიზაცია“,– თქვა მედიასთან ინჯიამ.
„ტვ პირველი“ გვიან ღამით იუწყებოდა, რომ ტელევიზიის ეზოსთან შეამჩნიეს ნიღბიანი პირების საეჭვო გადაადგილება ავტომანქანით, „რომებიც ახორციელებდნენ ჩასაფრებას, ადევნებას და წარმოადგენდნენ მყისიერ საფრთხეს“.
„მყისიერი საფრთის განეიტრალება უნდა მოეხდინა ან კრიმინალურ პოლიციას, ან საპატრული პოლიციას“,– ამბობენ ტელევიზიაში, თუმცა მიუხედავად არაერთი ზარისა 112–ში და ვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა, შსს–ს წარმომადგენლები ამ დრომდე არ გამოცხადებულან ადგილზე.
ბოლო დღეებია, ქვეყანაში გაჩაღებული სიძულვილის კამპანია ახალ ფაზაში გადავიდა – ჯერ მასობრვად ურეკავდნენ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს მუქარითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით, ხოლო შემდეგ გამოჩნდა ასევე სიძულვილის ენის შემცველი პოსტერები მათ ოფისებთან და სახლებთან, დაფიქსირდა ჩასაფრების და ჯგუფურად თავდასხმის ფაქტები ბოლო ორი დღის განმავლობაში.
ამ დროისთვის არც ერთ ეპიზოდზე პასუხისგებაში არავინაა მიცემული.


