ლევან ხაბეიშვილი: "დღეს კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები, მოსთხოვენ ნათესავებმა და მათმა თანამშრომლებმა აქციებზე აღარ იარონ"
10/05/2024 07:53:20 პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ "მათი ინფორმაციით, დღეს კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები, რომლებსაც შეხვედრაზე "რუსული კანონის" მხარდაჭერას აიძულებენ".
"ჩვენი ინფორმაციით, დღეს დაახლოებით 4-5 საათისთვის კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები. ეს ბიზნესმენები დაიბარეს იმიტომ, რომ ვისაც ჯერ არ გამოუხატავთ მხარდაჭერა, აიძულონ დაიცვან "რუსული კანონი", მხარი დაუჭირონ და უარი თქვან ევროპაზე. შესაბამისად, გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ბიზნესმენებს მოსთხოვენ და დაავალებენ, რომ მათი ოჯახის წევრები,შვილები, მეუღლეები, დები, ძმები, რომლებიც აქტიურად დადიან "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, აღარ იარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეექმნებათ პრობლემები და ასევე, ამ ბიზნესმენებს დღეს აპირებენ მოსთხოვონ, რომ მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დადიან "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, უნდათ რომ ამ ბიზნესმენებს უთხრან აიძულონ მისის თანამშრომლები, რომ არავინ აქციაზე არ წავიდნენ. მე მინდა, მივმართო ყველა იმ ბიზნესმენს,რომლებიც დღეს იქნებიან შეხვედრაზე- უნდა გესმოდეთ, რომ საქართველოს ეკონომიკა დგას დასავლეთზე, თქვენი ბიზნესების უდიდესი ნაწილი პირდაპირ დაკავშირებულია დასავლეთზე და უნდა გესმოდეთ, რომ დღეს არის გადამწყვეტი მომენტი, როცა თქვენ მარტივი არჩევანი უნდა გააკეთოთ ივანიშვილსა და საქართველოს შორის, "რუსულ კანონსა" და ევროპას შორის. ამიტომ, მე ყველა ბიზნესმენს მოვუწოდებ - ნუ გაყიდით საქართველოს რამდენიმე დღის გამო, რადგან დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში, ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს და ის კანონი, რომელსაც თავს გვახვევენ, აუცილებლად მალე დაავიწყდება საქართველოს ყველა მოქალაქეს, რადგან არც ეს კანონი იქნება და არც ეს რუსული რეჟიმი“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა


