Accentnews.ge
ნიდერლანდების საელჩო: დაუშვებელია დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა!

ნიდერლანდების საელჩო: დაუშვებელია დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა!

10/05/2024 14:04:16 პოლიტიკა

ნიდერლანდების საელჩო ეხმიანება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ხაზს უსვამსნ, რომ დაუშვებელია დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ.

საელჩო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა.

„დაუშვებელია დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ.ნიდერლანდების საელჩო ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ძალადობისა და დაშინების ყველა აქტის სათანადოდ გამოძიება“,- ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო დღეებია, ქვეყანაში გაჩაღებული სიძულვილის კამპანია ახალ ფაზაში გადავიდა – ჯერ მასობრივად ურეკავდნენ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს და მათ ოჯახის წევრებს მუქარითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით, ხოლო შემდეგ გამოჩნდა ასევე სიძულვილის ენის შემცველი პოსტერები მათ ოფისებთან და სახლებთან, დაფიქსირდა ჩასაფრების და ჯგუფურად თავდასხმის ფაქტები ბოლო ორი დღის განმავლობაში. ამ დროისთვის არც ერთ ეპიზოდზე პასუხისგებაში არავინაა მიცემული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S