როთი: საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან კონსტრუქციული დიალოგის ერთგულები ვართ, თუმცა, შეწყვიტეთ დაშინება და მუქარა
10/05/2024 14:42:09 პოლიტიკა
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან კონსტრუქციული დიალოგის მომხრეა. თუმცა, იქვე მოუწოდებს, შეწყვიტონ მუქარა და დაშინება.
ის ასევე მოუწოდებს, გაიწვიონ "აგენტების კანონი" პარლამენტიდან.
"საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან კონსტრუქციული დიალოგის ერთგულები ვართ. თუმცა, შეწყვიტეთ დაშინება და მუქარა, გაიწვიეთ "უცხოური აგენტების კანონი", მოახდინეთ დეესკალაცია და დაიწყეთ მშვიდობიანი საუბარი სამოქალაქო საზოგადოებასთან!
ყველა ჩემ ქართველ მეგობარს: არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე შევხვდებით",– წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი X-ზე.
მანამდე მაიკლ როთი იტყობინებოდა, რომ ევროპელ კოლეგებთან ერთად საქართველოში ვიზიტს გეგმავს. თუმცა ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციას არ შეხვდება.


