Accentnews.ge
რიში: ეს დაშინება უნდა შეწყდეს

რიში: ეს დაშინება უნდა შეწყდეს

10/05/2024 16:43:02 პოლიტიკა

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში მორიგ ჯერზე ეხმიანება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და გამოდის შეხსენებით, რომ ღია დემოკრატიის პირობებში ყველა ადამიანს უნდა მიეცეს სიტყვის თავისუფლება.

"შეშფოთებული ვარ ინფორმაციით, რომ ჟურნალისტები, ოპოზიციური პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები ძალადობის მუქარის სამიზნე გახდნენ, რადგან ისინი ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოში შემოთავაზებულ უცხო აგენტების შესახებ კანონს. ღია დემოკრატიის პირობებში ყველა ადამიანს უნდა მიეცეს სიტყვის თავისუფლება. ეს დაშინება უნდა შეწყდეს",- წერ სენატორი ჯიმ რიში X-ზე.

ბოლო დღეებია, ქვეყანაში გაჩაღებული სიძულვილის კამპანია ახალ ფაზაში გადავიდა – ჯერ მასობრივად ურეკავდნენ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს და მათ ოჯახის წევრებს მუქარითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით, ხოლო შემდეგ გამოჩნდა ასევე სიძულვილის ენის შემცველი პოსტერები მათ ოფისებთან და სახლებთან, დაფიქსირდა ჩასაფრების და ჯგუფურად თავდასხმის არაერთი ფაქტი ბოლო ორი დღის განმავლობაში. ამ დროისთვის არც ერთ ეპიზოდზე პასუხისგებაში არავინაა მიცემული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S