Accentnews.ge
აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ, სრულად, დამოუკიდებლად და დროულად იქნას გამოძიებული ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაცია, განურჩევლად  მსხვერპლისა

აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ, სრულად, დამოუკიდებლად და დროულად იქნას გამოძიებული ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაცია, განურჩევლად  მსხვერპლისა

10/05/2024 17:48:42 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც სხვა საკითხბეთან ერთად, ასევე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიუღებელი დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმების შესახებ გახშირებული ცნობები,– ამის შესახებ საქართველოში აშშ–ის საელჩო იტყობინება.

აშშ–ის საელჩო გამოდის მოწოდებით, სრულად, დამოუკიდებლად და დროულად იქნას გამოძიებული ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაცია, განურჩევლად მსხვერპლისა.

„განიხილეს ჩვენი ურყევი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და “გამჭვირვალობა საქართველოს“ საქმიანობის მიმართ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად. მათ ასევე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიუღებელი დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმების შესახებ გახშირებული ცნობები. ჩვენ მოვუწოდებთ სრულად, დამოუკიდებლად და დროულად იქნას გამოძიებული ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაცია, განურჩევლად მსხვერპლისა”, - ნათქვმია განცხადებაში.

ბოლო დღეებია, ქვეყანაში გაჩაღებული სიძულვილის კამპანია ახალ ფაზაში გადავიდა – ჯერ მასობრივად ურეკავდნენ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს და მათ ოჯახის წევრებს მუქარითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით, ხოლო შემდეგ გამოჩნდა ასევე სიძულვილის ენის შემცველი პოსტერები მათ ოფისებთან და სახლებთან, დაფიქსირდა ჩასაფრების და ჯგუფურად თავდასხმის არაერთი ფაქტი ბოლო ორი დღის განმავლობაში. ამ დროისთვის არც ერთ ეპიზოდზე პასუხისგებაში არავინაა მიცემული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S