კობახიძე: რაც შეეხება ხელისუფლების ცვლილებას, გპირდებით, არც ერთ შემთხვევაში კეზერაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას და სხვებს არ დავუთმობთ ამ ქვეყანას
10/05/2024 20:29:22 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილება პრაქტიკულად გამორიცხა.
„რაც შეეხება ხელისუფლების ცვლილებას, გპირდებით, არც ერთ შემთხვევაში კეზერაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას და სხვებს არ დავუთმობთ ამ ქვეყანას",– თქვა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თოქ–შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
მან ასევე გაიმეორა, რომ „დღეს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, დაახლოებით, 60%-ია და რომ „ასეთ ვითარებაში პოლიტიკური უმცირესობა რევოლუციას ვერ მოაწყობს“.
„ხალხმა მშვიდობის ფასი იცის და აქედანაა განპირობებული ის რეკორდული მხარდაჭერა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ 2012 წლიდან მოყოლებული აქვს“,– განაცხადა კობახიძემ.


