ჯიმ ო 'ბრაიენი, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს შეხვდება
10/05/2024 20:54:54 პოლიტიკა
"აგენტების კანონის" მესამე მოსმენით განხილვის ფონზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო 'ბრაიენი საქართველოს ეწვევა.
ცნობა დაადასტურა პრემიერ–მინისტმა ირაკლი კობახიძემ.
მან თქვა, რომ ვიზიტი და შეხვედრები დადასტურებულია.
„თემატიკაზე ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება შეხვედრას, მე დადასტურებული მაქვს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს. ვიზიტი შეთანხმებულია და შეხვედრებიც დადასტურებული“,– თქვა კობახიძემ.
მისი თქმით, თემა სავარაუდოდ უკავშირდება "ამ კანონპროექტს" (საუბარია "აგენტების კანონზე") და "დანარჩენი არ ვიცი".
მას ჰკითხეს, ხომ არ ეხება საკითხი, მათ შორის, პერსონალურ სანქციებს.
"არ მგონია...ასეთი რამ არ შეესაბამება პარტნიორულ ურთიერთობებს, მაგრამ ზოგადად, სანქციები არ არის ის, რაც შეიძლება გამოდგეს ხელისუფლების შანტაჟისთვის და ხალხის წინააღმდეგ",– თქვა კობახიძემ.


