ო’ბრაიენი: „ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის ქართულ კანონპროექტს"
11/05/2024 07:07:36 პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო’ბრაიენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ იგი საქართველოსა და მონტენეგროს 14-17 მაისს ეწვევა.
"ო'ბრაიენი შეხვედრებს გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან, რათა გამოხატოს აშშ-ის მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისადმი და საქართველოს მისწრაფებისადმი მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავლისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.
თავად ო'ბრაიენი კი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:
"ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის ქართულ კანონპროექტს. ჩვენ ამას ვგმობთ. ქვეყანა, რომელიც აპირებს ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური ორგანიზაციებისკენ სვლას, ჩაატარებდა სრულ, დამოუკიდებელ და დროულ გამოძიებას“, - განაცხადა ჯიმ ობრაიენმა.


