ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრემიერის სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოების ნაწილმა დაიწყო სკანდირება: “არა რუსულ კანონს!”
11/05/2024 08:08:29 პოლიტიკა
„ექსპო ჯორჯიაში”, სადაც ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნითი ცერემონია იმართება, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლას ხმაური მოჰყვა.
კერძოდ, პრემიერის სიტყვით გამოსვლის დროს დამსწრე საზოგადოების ნაწილმა დაიწყო სკანდირება: “არა რუსულ კანონს!”.
კობახიძემდე მოქალაქეებს სიტყვით საქაართველოში ევროკავშირს ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მიმართა.


