პრეზდენტი – პრემიერზე: მისი გამოსვლა არის რუსული და რუსულ მდგომარეობაში არავინ ამ ქვეყანაში არ დაბრუნდება
12/05/2024 14:12:10 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ "მისი გამოსვლა არის რუსული და რუსულ მდგომარეობაში არავინ ამ ქვეყანაში არ დაბრუნდება".
"მანიპულაცია არის, როცა ერთი ხელით რაღაცაზე საუბრობ, რომ რაღაც დიალოგი, რაღაც ცვლილებები და მეორე ხელით, ის რაც ახლაც გავიგონეთ პრემიერის გამოსვლაში – ძალადობა, დაშინება დაპატიმრება, ტერორი სრულიად უდანაშაულო ადამიანების. ვერავის ვერ დაარწმუნებთ იმაში, რომ ეს ახალგაზრდები რაღაცა დიდ კონსპირაციებს აწყობდნენ, ამის თქვენ თვითონაც არ გჯერათ. შანტაჟები და წარმოუდგენელი შეურცხყოფა, მე მრცხვენია, როცა მკითხულობ პარლამენტის წევრებისგან წარმოუდგენელ სიტყვებს, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის ნიშანი, რომ დაშინებულები არიან შინაგანად. ეს კანონი არის რუსული და ვერანაირი კითხვა, რა არის რუსული ამ კანონში, ამას ვერ შეცვლის. თქვენ იკითხეთ და წერეთ, ეს კანონი არის რუსული, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელი არის ის, რომ დღეს უკვე ეს კანონი სიმბოლო გახდა, წაიღებთ, არ წაიღებთ, შეცვლით, არ შეცვლით... რეალურად, თქვენივე ქმედებები, თქვენივე სიტყვები, თქვენივე ძალადობა საზოგადოებაზე არის რუსული. ეს არის ის მეთოდები, რომელიც გვეგონა, რომ წარსულს ჩაბარდა და რომელსაც აცოცხლებთ ამ წუთში, აი მე რომ დამასწრო პრემიერმა მისი გამოსვლა, არის რუსული და ამ რუსულ მდგომარეობაში არავინ ამ ქვეყანაში არ დაბრუნდება", - განაცხადა ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე.


