Accentnews.ge
პრეზიდენტი – "ოცნებას": "მე ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ შევალ ამ თამაშში, გავაპატიოსნოთ ეს რაღაც კანონი"

პრეზიდენტი – "ოცნებას": "მე ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ შევალ ამ თამაშში, გავაპატიოსნოთ ეს რაღაც კანონი"

12/05/2024 14:32:14 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ახალ ინიციატივას, რომლის მიხედვით, შესაძლოა, "აგენტების შესახებ" კანონი მესამე მოსმენით მიიღოს პარლამენტმა და პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული ცვლილებები გაითვალისწინონ და ეს კომპრომისად მიიჩნიონ.

"უცებ გაახსენდათ პრეზიდენტი და მისი ვეტო... გაახსენდათ ის პრეზიდენტი, რომელსაც პრემიერი, სრულიად წარმოუდგენელია ნებისმიერი ცივილიზებულ სახელმწიფოში, პრემიერმა ეძახა პრეზიდენტს მორალატე ქვეყნის ჯარის წინაშე და ამ პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ მოდით, ახლა ვეტო წარმოგვიდგინეთ, შიგ რაღაცეები ჩაწერეთ, თქვენ ვერ წერთ, მაგრამ დაგიწერენ სხვები და წარმოგვიდგინეთ და შეიძლება, დავფიქრდეთ... იფიქრეთ თქვენ და იყავით. მე ნამადვილად ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ ამ თამაშებს, რამეთუ ამას აქვს მხოლოდ ერთი მიზანი, რომ ხალხში რაღაცა დაუბნეულობა და გაუგებრობა შემოიტანოს. გინდათ რამე შეცვალოთ ამ კანონში? თქვენი ნებაა, ან გაიწვიეთ ან დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ პარლამენტში ოპოზიციას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რაღაც შენიშვნებს და ცვლილებებს შემოგთავაზებთ, ან კიდევ უფრი მარტივი, ძალიან მარტივი, თქვენ თვითონ ამ კანონის ძალაში შესვლის ვადა გადაიტანეთ 1 ნომებრისთვის, არჩევნების შემდეგ, როცა ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს ეს კანონი რუსულია, სხვა კანონების გადამღერებაა, თუ რა კანონია. ჩემი იმედი ნუ გექნებათ იმაში, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს რაღაც კანონი. არა, ის არის რუსული, დარჩები რუსულად და სამწუხაროდ, თქვენც ამ კანონთან ერთად", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S