Accentnews.ge
პრეზიდენტი – "ოცნებას": გთავაზობთ კანონის ძალაში შესვლის ვადა გადაიტანეთ 1 ნომებრისთვის, არჩევნების შემდეგ

პრეზიდენტი – "ოცნებას": გთავაზობთ კანონის ძალაში შესვლის ვადა გადაიტანეთ 1 ნომებრისთვის, არჩევნების შემდეგ

12/05/2024 14:40:29 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ქართულ ოცნებას" სთავაზობს, "აგენტების კანონის" ძალაში შესვლის ვადა 1 ნომებრისთვის გადაიტანოს.

"უცებ გაახსენდათ პრეზიდენტი და მისი ვეტო... გაახსენდათ ის პრეზიდენტი, რომელსაც პრემიერი, სრულიად წარმოუდგენელია ნებისმიერი ცივილიზებულ სახელმწიფოში, პრემიერმა ეძახა პრეზიდენტს მორალატე ქვეყნის ჯარის წინაშე და ამ პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ მოდით, ახლა ვეტო წარმოგვიდგინეთ, შიგ რაღაცეები ჩაწერეთ, თქვენ ვერ წერთ, მაგრამ დაგიწერენ სხვები და წარმოგვიდგინეთ და შეიძლება, დავფიქრდეთ... იფიქრეთ თქვენ და იყავით. მე ნამადვილად ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ ამ თამაშებს, რამეთუ ამას აქვს მხოლოდ ერთი მიზანი, რომ ხალხში რაღაცა დაუბნეულობა და გაუგებრობა შემოიტანოს. გინდათ რამე შეცვალოთ ამ კანონში? თქვენი ნებაა, ან გაიწვიეთ ან დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ პარლამენტში ოპოზიციას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რაღაც შენიშვნებს და ცვლილებებს შემოგთავაზებთ, ან კიდევ უფრი მარტივი, ძალიან მარტივი, გთავაზობთ თქვენ თვითონ ამ კანონის ძალაში შესვლის ვადა გადაიტანეთ 1 ნომებრისთვის, არჩევნების შემდეგ, როცა ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს ეს კანონი რუსულია, სხვა კანონების გადამღერებაა, თუ რა კანონია. ჩემი იმედი ნუ გექნებათ იმაში, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს რაღაც კანონი. არა, ის არის რუსული, დარჩები რუსულად და სამწუხაროდ, თქვენც ამ კანონთან ერთად", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S