Accentnews.ge
პრეზიდენტი – სამართალდამცველებს: რაც არ უნდა მოხდეს, პასუხისმგებლობა არის თქვენი

პრეზიდენტი – სამართალდამცველებს: რაც არ უნდა მოხდეს, პასუხისმგებლობა არის თქვენი

12/05/2024 14:48:00 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამართალდამცველებს მიმართა და სთხოვა მათ, არ გამოიყენონ ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

"არავინ არ გაბედოთ ის, რაც მუქარა ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში. არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება იმისთვის, რომ დააშინოთ ის საზოგადოება, რომელმაც აჩვენა რამდენი უკვე დღე არის, რამდენი კვირა, აჩვენა ყველას, მსოფლიოს, თუ რამდენად მშვიდობიანი და რამდენად შეგნებული რამდენად შემართებული და რამდენად არაპროვოკაციებზე წამსვლელები არიან. ასე რომ, ვერავის ვერ დააჯერებთ ვერაფერს. ტყუილად არის და მხოლოდ იმას დააჯერებთ და იმას აჩვენებთ მსოფლიოს, რომ თქვენ არ იქცევით დემოკრატიულად, რომ თქვენ კანონს არ ემორჩილებით. ამიტომ გირჩევთ, რომ თავი შეიკავეთ ამისგან იმიტომ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოხდეს, პასუხისმგებლობა არის თქვენი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S