მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტმა კანონის ამოქმედება გადაიტანეთ არჩევნების შემდეგო, ანუ, მანამდე მაგ გაუმჭვირვალე ფულით იქნებ რამენაირად დაგამხოთო
12/05/2024 14:56:49 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება
„სალომე ზურაბიშვილმა, ვეტოს დავადებ, მაგრამ მანიპულაციებში და მაგ თამაშში არ შევალ, შენიშვნების იმედი ნუ გექნებათ, უბრალოდ რუსულიაო.
მეორე საოცრებაც თქვა, საოცრება, რომელსაც რეალურად აღიარება ჰქვია - ამოქმედება გადაიტანეთ არჩევნების შემდეგო, ანუ, მანამდე მაგ გაუმჭვირვალე ფულით იქნებ რამენაირად დაგამხოთო - ეს თქვა ფაქტობრივად.
P.S. არჩევნების შემდეგ აღარ იქნება რუსული კანონი, გაუნათდება ყველას გონება და ყველა მიხვდება, რომ ქართულია? მთავარია არჩევნების მერე ამოქმედდესო, “პრეზიდენტმა“,- წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.


