კამერონი: ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს, ცხადად ვთქვით, რომ ეს კანონპროექტი არასწორია
12/05/2024 15:48:52 პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი აცხადებს, რომ "აგენტების" შესახებ კანონპროექტი არასწორია. ამის შესახებ მან Sky news-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს. ცხადად ვთქვით, რომ ეს კანონპროექტი არასწორია. რეალურად, მსოფლიოს გარშემო ბევრი ქვეყანა ცდილობს იმავე კანონის მიღებას, რათა აკრძალონ ნებისმიერი სახის სამოქალაქო სივრცე, კამპანიები აქვთ იმ ნებისმიერი უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის, ნებისმიერი ქველმოქმედების, ნებისმიერი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებსაც ვერ აკონტროლებენ. ეს პრობლემაა მთელ მსოფლიოში, ავტორიტარული რეჟიმების ღერძში", - აღნიშნა კამერონმა.


