ზურაბ ჯაფარიძე: "დღეს მესამედ მომიწყეს ჩასაფრება სახლთან"
12/05/2024 16:44:25 პოლიტიკა
"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ დღეს სახლთან ჩასაფრება სამჯერ მოუწყვეს
"დღეს მესამედ მომიწყეს ჩასაფრება სახლთან. 2 მანქანით იყვნენ, ჯამში 6 ადამიანი, ამჯერად პირბადეების გარეშე. ერთ მანქანაში ელაგათ ხელკეტები (დავინახე, გვერდით ჩამიარეს გაქცევისას) მეზობლებმა შენიშნეს, მათვე დარეკეს 112-ში, მე მხოლოდ გაქცევის ნახვა მოვასწარი. პატრული ცხადია, მოვიდა მას მერე, რაც უკვე წასულები იყვნენ. ახლა გომელაურს ვუსმენ, პარლამენტის პიკეტირებაზე ლაპარაკობს, კანონის უზენაესობის დაცვა პრინციპული საკითხია და მკაცრად დავსჯით ყველასო", - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


