ქართველმა ემიგრანტებმა ისრაელში, საქართველოს საელჩოსთან ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგი აქცია გამართეს
12/05/2024 20:02:30 პოლიტიკა
,,კულტურა, ზრდილობა და IQ ", ,,არა რუსულ კანონს! საქართველოს მომავალი ევროპაშია," - ამ შეძახილებით ქართველმა ემიგრანტებმა ისრაელში, რამათ განში, საქართველოს საელჩოსთან ე.წ. რუსული კანონისა და ქვეყნის რუსიფიკაციის წინააღმდეგ მორიგი აქცია გამართეს.
შეკრებილებმა საქართველოს მთავრობისა და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდეს და თბილისურ პროტესტს სოლიდარობა გამოუცხადეს.
,,ჩვენ ვიმყოფებით ისრაელში, საქართელოს საელჩოს შენობის წინ. გავმართეთ მშვიდობიანი მდუმარე აქცია, საელჩოს წარმომადგენლებმა კი სავარაუდოდ, საემიგრაციო პოლიცია გამოიძახეს. საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენები მთელი ჩვენი აქ ყოფნის განმავლობაში გვაკვირდებოდნენ დიდი ავტომანქანიდან. ეს არის დაშინების მცდელობა: საელჩოს წარმომადგენლებმა მშვენივრად იციან, რომ საქართელოს მოქალაქეების უმეტესობა ისრაელში არალეგალურად იმყოფება და როგორც ჩანს, ცდილობენ, დეპორტაციით დაგვაშინონ, რათა აქციები აღარ გაიმართოს" - განაცხადა პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ მაია ჯიბღაშვილმა.


