Accentnews.ge
სამადაშვილი: ხელისუფლება არალეგიტიმურ ველში გადავიდა

სამადაშვილი: ხელისუფლება არალეგიტიმურ ველში გადავიდა

13/05/2024 05:34:22 პოლიტიკა

„ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა იურიდიული კომიტეტის მოკლე სხდომის შემდეგ, რომელზეც "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს "აგენტების კანონს" მესამე მოსმენით, თქვა, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურ ველში გადავიდა.

მისი შეფასებით, კანონპროექტი კომიტეტზე მესამე მსმენით ყველა პროცედურის დარღვევით დამტკიცდა.

„დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს ისტორიული პროცესი იმიტომ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენ არ გვყოლია ხელისუფლება, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო საკუთარი თავის დელეგიტიმაცია. ხელისუფლება არალეგიტიმურ ველში გადავიდა. ხელისუფლება წავიდა კონსტიტუციის წინააღმდეგ. თუ ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს, მოხდება მათი საერთაშორისო დელეგიტიმაცია იმიტომ, რომ საერთაშორისო სანქციების რეჟიმი, რომელიც დაუწესდება უკლებლივ ყველა დეპუტატს, რომელიც მხარს დაუჭერს ამ კანონს, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენენ რუსეთის წარმომადგენლები და არა საქართველოსი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი "აგენტების კანონს". სხდომა დაახლოებით 1 წუთს გაგრძელდა. პლენარულ სხდომაზე კანონპროეტს, როგორც დაანონსდა, 14 მაისს გაიტანენ.

სხდომა პროტესტის ფონზე წარიმართა. პერიოდულად აკავებენ მოქალაქეებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S