Accentnews.ge
მდინარაძე ოპოზიციაზე: ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს

მდინარაძე ოპოზიციაზე: ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს

13/05/2024 06:46:21 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანის მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხალხს ღამე გაათენებინეს, თვითონ კი შენობაში შესულებმა დაიძინეს და კომიტეტს ვერ მიუსწრეს. ასე ხსნის მდინარაძე იურიდიული კომიტეტის 1–წუთიან სხდომაზე განვიტარებულ მოვლენებს.

"ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს - კომიტეტს ვერ მიუსწრეს.

ოპოზიციადაც არ ვარგა არცერთი. რადიკალების როლსაც ვერ ასრულებენ, გააგიჟეს თავისივე ხალხი" - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

მანამდე მედიასთან დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ პოლიციელებმა კიბეებზე შეაყოვნეს ოპოზიციონერი დეპუტატები და მათ არ მიეცათ საშუალება, სხდომას დასწრებოდნენ.

"ოპოზიციის წარმომადგენლებს არ მოგვეცა საშუალება, რომ სხდომას დავსწრებოდით. ჩვენ სანამ კიბეებზე ჩამოვდიოდით გარეთ შეგვაყოვნეს პოლიციელებმა. სხდომა დასრულდა ერთ წუთსა და შვიდ წამში. ეს იყო წარმოუდგენელი, სამარცხვინო და არალეგიტიმური სხდომა, რომელზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმაც კი ვერ მოასწრეს შესვლა, მხოლოდ კომიტეტის თავჯდომარე ოხანაშვილი შევიდა და იქ თითქოს რამდენიმე ადამიანს თითქოს ლეგიტიმაცია მიანიჭებინეს" - თქვა დეკანოიძემ.

კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი "აგენტების კანონს", რომლის წინააღმდეგაც ქვეყანაში პროტესტი არ წყდება. პროექტს პლენარულ სხდომაზე, როგორც დაანონსდა, 14 მაისს გაიტანენ.

მანამდე პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები მოქალაქეებისთვის გადაკეტა, ხოლო, ჩიტაძის ქუჩა დემონსტრანტებისგან გაათავისუფლა. „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომლებიც ავტომანქანებით შევიდნენ პარლამენტის ეზოში, უწევდათ შეძახილების მოსმენა, "მონებო!".

შსს–ს ცნობით, 13 მაისს დაკავებულია 20 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S