Accentnews.ge
კორძაია: პირველი, რაც მათ აღნიშნეს, არის ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაკარგა ყველაზე მეტი, რაც იყო დასაკარგი ევროპაში!

კორძაია: პირველი, რაც მათ აღნიშნეს, არის ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაკარგა ყველაზე მეტი, რაც იყო დასაკარგი ევროპაში!

13/05/2024 09:53:17 პოლიტიკა

პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თამარ კორძაიამ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი.

მისი თქმით, პარტნიორები თვლიან, რომ საქართველოს ევროპის მხრიდან უფრო მკაფიო მხარდაჭერა ექნება.

"პირველი, რაც მათ აღნიშნეს, არის ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაკარგა ყველაზე მეტი, რაც იყო დასაკარგი ევროპაში - მათ ცალსახად თქვეს, რომ “ქართულ ოცნებას“ არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში სანდო პარტნიორის რეპუტაცია არა აქვს. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ამას საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით ვისმენთ. უკვე ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორ მართავს “ქართული ოცნება“ ქვეყანას",– თქვა კორძაიამ.

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "რაც არ უნდა ითვალთმაქცოს „ქართულმა ოცნებამ“, გზავნილი არის ძალიან პირდაპირი, რომ ამ კანონის მიღება გამორიცხავს ყოველგვარ შანსს ჩვენი ქვეყნისთვის, რომ გახსნას მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ".

თბილისში ვიზიტით გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები იმყოფებიან, რომლებსაც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა "აგენტების კანონია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S