Accentnews.ge
ილინოისის შტატში საახალწლოდ მარიხუანის ყიდვის მსურველთა გრძელი რიგები დადგა (ვიდეო)

ილინოისის შტატში საახალწლოდ მარიხუანის ყიდვის მსურველთა გრძელი რიგები დადგა (ვიდეო)

02/01/2020 16:46:51 მსოფლიო

1 იანვრიდან ილინოისის შტატში მარიხუანის რეკრეაციული მიზნებით გაყიდვა ლეგალური გახდა. როგორც ამერიკული მედია იუწყება, მიუხედავად ძლიერი ყინვისა და გადატვირთული საგზაო მოძრაობისა, მაღაზიებთან საახალწლოდ მარიხუანის ყიდვის მსურველთა გრძელი რიგები დადგა.

მარიხუანის ყიდვის მსურველთა რიგში ერთ–ერთი პირველი ილინოისის ლეიტენანტ-გუბერნატორი ჯულიანა სტრატორი იყო.

„წლების განმავლობაში ილინოისის მოსახლეობა, განსაკუთრებით კი არათეთრკანიანები, სამართალდამცველთა სამიზნეს წარმოადგენდნენ მარიხუანის მოხმარება/ფლობისთვის. მადლობა სასამართლოს ამ აკრძალვის დასრულებისთვის“, – განაცხადა ლეიტენანტ-გუბერნატორმა.

ცნობისთვის: ილინოისი აშშ–ის რიგით მეთერთმეტე შტატია, სადაც მარიხუანის რეკრეაციული მიზნებით გაყიდვა ლეგალური გახდა. კანონის თანახმად, აღნიშნული შტატის მაცხოვრებელს (21 წლის ან 21 წლის ზემოთ) 30გრამი მარიხუანის შეძენა/ფლობა შეუძლია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S