Accentnews.ge
„ქალები მომავლისთვის“: “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს

„ქალები მომავლისთვის“: “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს

13/05/2024 09:58:08 პოლიტიკა

ბიზნესფედერაცია "ქალები მომავლისთვის" განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს. გაერთიანება პარლამენტს კანონპროექტის განხილვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

"ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” რჩება საკუთარ პოზიციაზე და კვლავაც მიაჩნია, რომ კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს.

გასული წლის მსგავსად(იხილეთ განცხადება) აღნიშნულმა კანონპროექტმა საზოგადოების დაყოფა და პოლარიზაციის ზრდა გამოიწვია, რაც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

სიტუაცია მკვეთრად დაძაბულია, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს მშვიდ და სტაბილურ განვითარებას.

ბიზნესასოციაცია, რომელიც 100-მდე წევრს აერთიანებს 65-ზე მეტი კომპანიიდან მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეწყდეს კანონპროექტის განხილვა და ყველა მხარემ კონსოლიდირებული და მშვიდობიანი გამოსავალი ერთობლივად მოვძებნოთ", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის: “ქალები მომავლისთვის” ბიზნესასოციაციაა. როგორც ორგანიზაციის საიტზე ვკითხულობთ, "ასოციაცია საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს ძლიერ, წარმატებულ ქალებს სხვადასხვა სფეროდან".

"ასოციაციის მისიაა ქალთა გაძლიერება, მათი როლის წინ წამოწევა და ჩართვა ეკონომიკურ და სოციალურ აქტივობებში. ბიზნესფედერაცია მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ქვეყანაში ქალთა უფლებების დაცვასა და გაუმჯობესებას უზრუნველყოფს" - ვკითხულობთ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.

ბიზნეს ფედერაციის “ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძეა, რომელსაც 2014-2017 წლებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S