Accentnews.ge
კალაძე – თავდასხმებზე: ყველა დამნაშავე იქნება დაკავებული

კალაძე – თავდასხმებზე: ყველა დამნაშავე იქნება დაკავებული

13/05/2024 11:06:41 პოლიტიკა

"ყველა დამნაშავე იქნება დაკავებული. მიმდინარეობს გამოძიება და ამას მოყვება რეაგირება" – ირწმუნება თბილისის მერი კახა კალაძე "აგენტების კანონის" წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეებზე ქუჩებსა და სადარბაზოებთან ჯგუფურ თავდასხმებზე.

ამასთან, კალაძე "აბსურდულს" უწოდებს "ფორმულას" კითხვას, აფინანსებს თუ არა თბილისის მერი თავდამსხმელებს.

"ეს არის სისულელე და აბსურდი, რასაც თქვენი ტელევიზია ავრცელებს, თუმცა არც მიკვირს კეზერაშვილის ტელევიზიამ როგორ შეიძლება სიმართლეზე ისაუბროს. ჩვენ უამრავ ადამიანს ვეხმარებით, ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა გვაქვს, როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური მიმართულებით და რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება" – თქვა კალაძემ.

მანამდე ირაკლი კობახიძემ ამ თავდასხმებთან დაკავშირებით თქვა, რომ თითოეულ შემთხვევას "ბოლომდე ჩაყვება".

აქვე შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე არც ერთ ძალადობრივ აქტზე პასუხისგებაში არავინაა მიცემული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S