Accentnews.ge
ჩიხლაძე: გზავნილია, რომ "რუსული კანონის" ხმის მიმცემთა მიმართ გარკვეული ზომები მიიღება

ჩიხლაძე: გზავნილია, რომ "რუსული კანონის" ხმის მიმცემთა მიმართ გარკვეული ზომები მიიღება

13/05/2024 11:21:08 პოლიტიკა

„რამდენიმე მთავარი გზავნილი, რომელიც შეგვიძლია გავაჟღეროთ ამ შეხვედრიდან: ეს არის სრული მხარდაჭერა თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველ ხალხს, იმ ადამიანებს, ვინც ყოველ დღე დადის დემონსტრაციებზე და იბრძვის ქვეყნის თავისუფლებისთვის და რუსული კანონის წინააღმდეგ. მეორე მნიშვნელოვანი გზავნილი ეს არის, რომ თუ ეს კანონი იქნება მიღებული ევროკავშირში შემდგომი გაწევრიანების პროცედურები, უბრალოდ შეჩერდება, მოლაპარაკებები არ გაიხსნება თუ ეს კანონი იქნება მიღებული. და მესამე, ასევე მთავარი გზავნილი, რომ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხმას მისცემენ ამ რუსულ კანონს, გარკვეული ზომები მიიღება, იქნება ეს გადაადგილების შეზღუდვა, ვიზის შეზღუდვა ინდივიდუალურად თუ ასე შემდეგ. ასე რომ, ამ კანონის მიღებას ექნება ძალიან მკაცრი შედეგები კონკრეტული ადამიანების მიმართ, ვინც არიან ინიციატორები ამ კანონის, ვინც მხარს უჭერენ და სამჯერ და ოთხჯერ ხმა მისცეს ამას და შესაბამისად, გარკვეული ღონისძიებები იქნება გატარებული ბიძინა ივანიშვილის მიმართ",– თქვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S