Accentnews.ge
რესპუბლიკის მოედანზე გარემოვაჭრეებმა თბილისის მერს ვადა ხვალამდე მისცეს

რესპუბლიკის მოედანზე გარემოვაჭრეებმა თბილისის მერს ვადა ხვალამდე მისცეს

02/01/2020 17:05:58 საზოგადოება

გარემოვაჭრეებმა, რომლებსაც დღეს მერიის მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლებმა რესპუბლიკის მოედანის ტერიტორიის დატოვება და პარლამენტის წინ განლაგებულ დახლებზე გადასვლა მოსთხოვეს, თბილისის მერს ვადა ხვალ 13:00 სთ–მდე მისცეს.

გარემოვაჭრეების თქმით, იმ შემთხვევაში თუ მათ ტერიტორიას მაინც დაატოვებინებ, ისინი მერიის წინ აქციას გამართავენ.

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ მოედანზე ვაჭრობის უფლება 13 იანვრამდე აქვთ და მუნიციპალური ინსპექციის მითითებებს არ დაემოჩილებიან. მათი ნაწილი აცხადებს, რომ არ სურთ ვაჭრობა იქ, სადაც შვილმოკლული მამის საპროტესტო კარავი იდგა:

"იქ ჩვენ ვერ წავალთ, არ კი არა, ვერ წავალთ. მოვუსმინე ტელევიზორში, რომ კაცი ტირის და ამბობს არ მოხვიდეთ, ბავშვები არ მოიყვანოთო. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს დგას და უყურებს პარლამენტის შენობას. მე იქ ბუშტს ვერ გავყიდი, მოვკვდები მშიერი და იმ პურის ფულს ბავშვს არ წავუღებ".

მერიაში განმარტავენ, რომ პირველი რესპუბლიკის მოედანზე ვაჭრობის უფლება 25 დეკემბრიდან 13 იანვრამდე მიეცათ მხოლოდ მცირე მეწარმეებს და კერძო პირებს, შესაბამისი რეგისტრაციის გავლის შემდეგ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S