Accentnews.ge
„სირიიდან თურქეთისკენ 250 000–მდე მიგრანტი დაიძრა. უმძიმესი ვითარებაა, ისინიც ადამიანები არიან“

„სირიიდან თურქეთისკენ 250 000–მდე მიგრანტი დაიძრა. უმძიმესი ვითარებაა, ისინიც ადამიანები არიან“

02/01/2020 18:45:40 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რომ სირიის იდლიბის პროვინციიდან ასადის რეჟიმისა და რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის გამო თურქეთის საზღვრების მიმართულებით 250 000-მდე ადამიანი დაიძრა.

„ამ წუთებში სირიის იდლიბის რეგიონიდან თურქეთის საზღვრების მიმართულებით 250 000 მიგრანტი მოემართება. მათ შესაჩერებლად გარკვეულ ზომებს ვიღებთ, მაგრამ ეს არ არის ადვილი. უმძიმესი ვითარებაა, ისინიც ადამიანები არიან“, – განაცხადა ერდოღანმა ანკარაში გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

გასულ თვეში ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მიგრანტების ტვირთს მარტო არ ზიდავდა და „ამ ახალ ტალღას ყველა ევროპული ქვეყანა იგრძნობდა“.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში ამჟამად 3,7 მლნ სირიელი მიგრანტი იმყოფება.

ასადის რეჟიმმა და რუსეთმა სირიაში საჰაერო თავდასხმა და სახმელეთო კამპანია ოპოზიციის უკანასკნელ პოზიციებზე მიმდინარე წლის 26 აპრილს დაიწყეს. რუსეთმა და თურქეთმა გასული წლის სექტემბერში იდლიბთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვით, ტერიტორიაზე მათ ერთობლივი პატურლირება უნდა განეხორციელებინათ და რადიკალური ელემენტებისაგან გაეთავისუფლებინათ. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც იანვარში ტერიტორიის ნაწილზე დაჯგუფება „ჰურიათ თაჰრირ ალ-შამმა“ კონტროლი დაამყარა, ასადმა მოკავშირეებთან ერთად იდლიბზე თავდასხმა დაიწყო.

მონიტორიგნის ორგანიზაციების ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ სირიის მთავრობისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებულმა დაბომბვებმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 1,300-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონამდე ადამიანს საცხოვრებლის მიტოვება მოუწია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S