Accentnews.ge
პრემიერი: ერთის მხრივ, გმირად გყავთ გამოცხადებული ადამიანი, რომელიც ცოცხლად წვავდა პოლიციელს და მეორეს მხრივ, თმის მოქაჩვაზე გაქვთ ამხელა რეაქცია

პრემიერი: ერთის მხრივ, გმირად გყავთ გამოცხადებული ადამიანი, რომელიც ცოცხლად წვავდა პოლიციელს და მეორეს მხრივ, თმის მოქაჩვაზე გაქვთ ამხელა რეაქცია

13/05/2024 16:46:08 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამართალდამცველების მიერ დემონსტრანების უმოწყალოდ ცემის ფაქტი "თმის მოქაჩვას" შეადარა და განაცხადა, რომ ყველამ კეთილი უნდა ინებოს და დაიცადოს, ვიდრე სამართლებრივი პროცედურებით დადგინდება სიმართლე ყველა საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისი კიტხვით პრემიერს "ტვ პირველის" ჟურნალისტმა მიმართა.

„შარშან რა მასშტაბის იყო ძალადობა, რომელსაც მათ შორის თქვენი ტელევიზიები, თქვენი პარტიები ახალისებდნენ და ამ უდიდესი მასშტაბის ძალადობის მიუხედავად, მხოლოდ ერთი ადამიანი იყო დაჭერილი. ჩვენ გვაქვს მათ შორის გამოძიების ძალიან მაღალი სტანდარტი. ამიტომ, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და დაიცადოს, ვიდრე სამართლებრივი პროცედურებით დადგინდება სიმართლე ყველა საქმესთან დაკავშირებით. სათანადო ვადებში გაკეთდება ყველაფერი. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ - სადაც არის ძალადობა, გქონდეთ შესაბამისი რეაქცია, ნუ იმოქმედებთ ორმაგი სტანდარტით და დაელოდეთ სამართლის აღსრულებას ყველა მიმართულებით", - განაცხადა პრემიერმა.

ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, ამ კადრების შემდეგ არსებობს თუ არა სამართალდამცველების დაკავების საფუძველი, პრემიერმა შემდეგი განაცხადა:

"რაც შეეხება დაკავებას, დაკავებას სჭირდება თავისი საფუძვლები და როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში დაკავების საფუძველი არ არსებობდა. გამოძიებას აქვს თავისი პროცედურები, ვადები და დაელოდეთ. ყველაფერი ხდება სამართლებრივი პროცედურების შესბამისად. ერთადერთი, რასაც მოგიწოდებდით, არის ის, რომ ორივე მიმართულებით გქონდეთ თანაბარი რეაგირება ძალადობაზე. ერთი მხრივ გმირად გყავთ გამოცხადებული ადამიანი, რომელიც ცოცხლად წვავდა პოლიციელს და მეორე მხრივ, თმის მოქაჩვაზე გაქვთ ამხელა რეაქცია. შეიძლება, იყო უფრო მძიმე ინციდენტებიც, მაგრამ ერთ მხარეს როცა არის პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა და ამას იწონებთ და მეორე მხარეს ათჯერ მცირე ხარისხის ინციდენტებზე გაქვთ ასეთი რეაგირება, ეს ნიშნავს იმას, რომ ხართ უკიდურესად მიკერძოებული".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S