Accentnews.ge
თეირანი: „ყველა იმ შედეგზე, რომელიც გენერალ სულეიმანის მკვლელობას მოჰყვება, პასუხისმგებლობა აშშ–ს ეკისრება“

თეირანი: „ყველა იმ შედეგზე, რომელიც გენერალ სულეიმანის მკვლელობას მოჰყვება, პასუხისმგებლობა აშშ–ს ეკისრება“

03/01/2020 06:00:49 მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამედ ჯავად ზარიფის განცხადებით, ყველა იმ შედეგზე, რომელიც გენერალ-მაიორ ქასემ სულეიმანის მკვლელობას მოჰყვება, პასუხისმგებლობა აშშ–ს ეკისრება. მან ამერიკის სარაკეტო იერიშს "საერთაშორისო ტერორიზმი და მოვლენათა საშიში ესკალაცია" უწოდა.

”ამერიკული ტერორისტული ძალების სისასტიკისა და სისულელის მაგალითია გენერალ სულეიმანის მკვლელობა. ირანელი გენერალის მკვლელობა რეგიონში ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს, შედეგებზე კი პასუხისმგებლობა აშშ–ს ეკისრება“,– ნათქვამია ზარიფის განცხადებაში.

„ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალები" მომხდარზე პასუხისმგებლობას "ამერიკელ და ებრაელ მტრებს" აკისრებს.

ცნობისთვის: ბადღადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს ირანული ელიტური ქვედანაყოფის „ქუდსის ძალების“ ლიდერი გენერალ-მაიორი ქასემ სულეიმანი და ერაყელი საბრძოლო დაჯგუფების მეთაური აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი დაიღუპნენ.

პენტაგონის განცხადებით, ბადღადის საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის ბრძანება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა.

„ეს იყო გადამწყვეტი თავდაცვითი ღონისძიება, რათა დაგვეცვა საზღვარგარეთ მოსამსახურე ამერიკელი პერსონალი. გენერალი სულეიმანი გეგმავდა თავდასხმებს ამერიკელ დიპლომატებზე ერაყში და მთელ რეგიონში", – აცხადებენ პენტაგონში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S