Accentnews.ge
ჯიმ ობრაიენი ირაკლი კობახიძეს ხვდება

ჯიმ ობრაიენი ირაკლი კობახიძეს ხვდება

14/05/2024 07:29:33 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენი მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა. ის დახურულ კარს მიღმა ხვდება პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძეს.

შეხვედრაზე სახდეპის მაღალჩინოსანი საქართველოში აშშ–ის ელჩთან ერთად მივიდა.

ასევე აუდიენციები გაიმართება ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორთან.

სამუშაო შეხვედრების შემდეგ ჯიმ ობრაიენი მედიის კითხვებსაც უპასუხებს.

ჯიმ ობრაიენს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან შეხვედრის სურვილიც ჰქონდა, თუმცა როგორც ცნობილი ხდება, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S