Accentnews.ge
როთი: დილა მშვიდობისა თბილისო, ევროპის ნამდვილო დედაქალაქო, ძვირფასო მთავრობავ, შეაჩერეთ კანონი!

როთი: დილა მშვიდობისა თბილისო, ევროპის ნამდვილო დედაქალაქო, ძვირფასო მთავრობავ, შეაჩერეთ კანონი!

14/05/2024 07:48:49 პოლიტიკა

გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი X-ზე კიდევ ერთხელ ეხმიანება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ "აგენტების კანონის"მიღების შემთხვევაშიც კი, ქართველი ხალხი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არ შეჩერდება.

"დილა მშვიდობისა თბილისო, ევროპის ნამდვილო დედაქალაქო.

ძვირფასო მთავრობა, ძვირფასო მმართველო პარტიავ საქართველოს პარლამენტში, შეაჩერეთ "უცხოელი აგენტების კანონი"!

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქართული კოშმარი დღეს საქართველოს პარლამენტში "უცხოელი აგენტების შესახებ კანონს მიიღებს, ქართველი ხალხი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არ შეჩერდება," - წერს როთი.

გერმანელი პოლიტიკოსი კოლეგებთან ერთად 13 მაისს ჩამოვიდა საქართველოში და გამართა შეხვედრები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S