ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში, მოვუწოდებთ ხალხს, წინააღმდეგობა გაუწიოს ამ გავლენას
14/05/2024 10:43:31 პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსის აქართველოში მიმდინარე მოვლენებს „სქაი ნიუსის“ ეთერში გამოეხმაურა.
„ვინც ამ მოვლენებს ადევნებს თვალს, ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში. ჩვენ ვნახეთ, როდესაც რუსეთი უფრო აგრესიულად შეიჭრა უკრაინაში. პუტინს არ შეუძლია, არ ჩაერიოს სხვა ქვეყნების საქმეებში, ზოგჯერ ეს ხდება სამხედრო გზით, ზოგჯერ კი – გავლენის გამოყენებით. ეს არ არის კარგი მსოფლიოსთვის, არ არის კარგი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. დიდი ბრიტანეთი გმობს ამ გავლენას, მოვუწოდებთ ხალხს, წინააღმდეგობა გაუწიოს ამ გავლენას, რომელიც რუსეთიდან მოდის. ჩემი აზრით, ისინი ასე უნდა მოიქცნენ, რადგანაც პუტინმა აჩვენა არამხოლოდ საქართველოს, რომ არ არის კარგი მსოფლიოსა და მეზობლებისთვის“, – აღნიშნა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, გრანტ შაპსმა.


