ფრიდონ ინჯია "აგენტების კანონზე" უფრო შორს წავიდა და გამოვიდა წინადადებით, მიიღონ კანონი "იმ პირების მიმართ, რომლებიც გამოდიან ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპების წინააღმდეგ"
14/05/2024 11:03:31 პოლიტიკა
პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიამ "აგენტების კანონზე" უფრო შორს წავიდა და გამოვიდა წინადადებით, მიიღონ კანონი "იმ პირების მიმართ, რომლებიც გამოდიან ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპების წინააღმდეგ". ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას იუსაბრა.
"რას ნიშნავს სანქციები, ეს იგივე ზეწოლაა. სხვა ქვეყანა სხვა ქვეყანას რაღაც სანქციებს უწესებს, ესე იგი, მას არ მოსწონს ის პოლიტიკა, ან მის მიერ გადადგმული ნაბიჯები და უნდა ამით დააშინოს. ხომ არ მივიღოთ კანონი იმ პირების მიმართ, რომლებიც გამოდიან ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ძირითადი პრინციპების საწინააღმდეგოდ და თავიანთი განცხადებებით თუ მოწოდებებით ხელს უწყობენ, აგულიანებენ, აფინანსებენ საქართველოში დესტაბილიზაციას და კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვალას. სამწუხაროდ, აშშ–ის რეაქციულმა წრეებმა და დღეს მოქმედი ადმინისტრაციის ოდიოზურმა ფიგურებმა და მათმა ვასალებმა მხოლოდ ბოლო 50 წლის განმავლობაში ათეულ ქვეყანაში დაგეგმეს და განახორციელეს რევოლუციები, მათ შორის რამდენჯერმე საქარათველოში", – განაცხადა ინჯიამ.


