შალვა პაპუაშვილმა თაკო ჩარკვიანი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
14/05/2024 11:21:27 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანს პლენარულ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
პაპუაშვილის გადაწყვეტილება მოჰყვა თამარ ჩარკვიანის გამოსვლის შემდეგ მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას.
ჩარკვიანმა "აგენტების კანონს" „სამარცხვინო და მოღალატეობრივი“ უწოდა, ამას მოჰყვა რეპლიკები უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან, ხოლო პაპუაშვილმა ჩარკვიანს მოუწოდა, „სიძულვილის ენით ნუ ისაუბრებს“.
დღეს პარლამენტში პოლიტიკურ გამოსვლებს თან ახლავს ფიზიკური დაპირისპირება და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებით ღიზიანდებიან უმრავლესობის წევრები.


