Accentnews.ge
ო’ ბრაიენი ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა

ო’ ბრაიენი ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა

14/05/2024 11:40:03 პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.

შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, დასრულებისას კი მედიასთან აუდიენციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ჯიმ ო’ბრაიენი ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

მანამდე, მან შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. დღის განმავლობაში აუდიენცია გაიმართება ოპოზიციასთანაც. სამუშაო შეხვედრების შემდეგ, ჯიმ ობრაიენი მედიის კითხვებსაც უპასუხებს. ჯიმ ო’ბრაიენს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის სურვილიც ჰქონდა, თუმცა როგორც გუშინ პრემიერმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა მას უარი განუცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S