„აგენტების კანონის“ მხარდაჭერის შემდეგ დეპუტატები უკომენტაროდ ტოვებენ პარლამენტს
14/05/2024 11:59:05 პოლიტიკა
„აგენტების კანონის“ მხარდაჭერის შემდეგ დეპუტატებმა პარლამენტის შენობის დატოევბა დაიწყეს. მათ არ უპასუხეს ჟურნალისტების არც ერთ კითხვას.
ჟურნალისტები მათ ეკითხებოდნენ, მზად არიან თუ არა სანქციებისთვის. მხოლოდ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ეს არასერიოზულია“. დანარჩენმა დეპუტატებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.
84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ხმაურისა და საზოგადოების მასშტაბური პროტესტის ფონზე საქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონი" მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო.
კენჭისყრა შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა.
"არა რუსულ კანონს" – სკანდირებდნენ დარბაზში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.


