Accentnews.ge
"არ შევუქმნით კომფორტს!" – "საქართველოსთვის" ბოიკოტს არ უერთდება

"არ შევუქმნით კომფორტს!" – "საქართველოსთვის" ბოიკოტს არ უერთდება

14/05/2024 12:59:42 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ არ უერთდნება რიგი ოპოზიციონერი კოლეგების მიერ საპარლამენტო საქმიანობისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით მიღების შემდეგ.

„ვაგრძელებთ ბრძოლას ყველა ტრიბუნის გამოყენებით – ქუჩაშიც, პარლამენტშიც“,– თქვა ბექა ლილუაშვილმა და განმარტა, რომ არ შექმნიან „ქართულ ოცნებას“ კომფორტს, „მამულად“ მიიღონ გადაწყვეტილებები.

„გვჭირდება ბრძოლა გაათმაგებული შემართებით“,– თქვა ლილუაშვილმა და მოუწოდა მოქალაქეებს, მომდევნო დღეებისა და თვეების განმავლობაში „ვიდგეთ, ვიბრძოლოთ ერთ“.

პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე – საბოლოო მოსმენით მიიღო. საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა ენმ–მ, „ლელომ“ და რამდენიმე დამოუკიდებელმა დეპუტატმა. დანარჩენების პოზიცია ჯერ უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S