Accentnews.ge
"ლელო" პრეზიდენტის ირგვლივ "ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმის" შექმნის ინიციატივით გამოდის

"ლელო" პრეზიდენტის ირგვლივ "ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმის" შექმნის ინიციატივით გამოდის

14/05/2024 14:59:04 პოლიტიკა

“ლელო“ გამოდის ინიციატივით, ერთობლივი ძალებით ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა შეიქმნას, ხოლო ამ პროცესში უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაციას.

„ლელო" მზადაა, დაიწყოს დიალოგი ყველა ძალასთან, რომელიც მზად არის ალტერნატიული პლატფორმის ფორმირებაში მიიღოს მონაწილეობა!" - განაცხადა პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, „ლელო“ აცხადებს მორატორიუმს და ყველა ოპოზიციურ პარტიას ურთიერთ-თავდაუსხმელობისკენ მოუწოდებს.

"ამ სიტუაციიდან გამომდინარე, დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაცია, მშვიდად, მყარი ნერვებით პროტესტის გაგრძელება და სამოქმედო სტრატეგიის შეთანხმება.

ამისათვის საჭიროა, რომ სასწრაფო წესით დაიწყოს კოორდინირებული კონსულტაციები იმ საზოგადოების, ახალგაზრდობის და პარტიების მონაწილეობით, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ამ პროცესს აპროტესტებდნენ. მთელი ჩვენი ძალისხმევა, მიმართული უნდა იყოს რუსული ხელისუფლების არჩევნებში დამარცხებისკენ და ხელისუფლებიდან ჩამოშორებისკენ. ერთობლივი ძალებით უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაცია.

ჩვენ, „ლელო“ მზად ვართ პირველი ნაბიჯი გადავდგათ. ვაცხადებთ მორატორიუმს და მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ პარტიას ურთიერთ-თავდაუსხმელობისკენ. ჩვენი დებატები უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ "ოცნების" დემონტაჟს. ჩვენი საუბრები და კოორდინაცია უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ რუსული ხელისუფლების ძალაუფლებისგან ჩამოშორებას",– თქვა ხაზარაძემ.

მისი თქმით, "ამ წინააღმდეგობის ფრონტს უნდა ჰქონდეს ორგანიზებული, სტრუქტურირებული სამოქმედო გეგმა და ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმა."

მანამდე "ლელომ" ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო პროცესს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S