Accentnews.ge
ენმ საკრებულოებშიც აცხადებს ბოიკოტს

ენმ საკრებულოებშიც აცხადებს ბოიკოტს

14/05/2024 15:11:54 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" როგორც პარლამენში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში გადადის ბოიკოტის რეჟიმში. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

"ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო მუშობას. ერთადერთი ვეტოს რეჟიმში ცხადია ბოლომდე ვიბრძოლებთ რუსული კანონის წინააღმდეგ. 500-მდე საკრებულოს წევრი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონში წყვეტს მუშაობას საკრებულოებში. მნიშვნელოვანია საზოგადოებას ახლა დადგა დრო, გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, მათ შორის გაფიცვებთან მიმართებით"- თქვა ხაბეიშვილმა.

საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს: "ნაციონალურმა მოძრაობამ", "სტრატეგია აღმაშენებელმა", "ლელომ" და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა – თამარ კორძაიამ, სალომე სამადაშვილმა და ტარიელ ნაკაიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S