Accentnews.ge
"ნაცმოძრაობა" საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში გადადის, მუშაობას ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებშიც წყვეტს და მოსახლეობას საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებს

"ნაცმოძრაობა" საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში გადადის, მუშაობას ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებშიც წყვეტს და მოსახლეობას საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებს

14/05/2024 15:19:12 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში გადადის, მუშაობას ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებშიც წყვეტს და მოსახლეობას საყოველთაო გაფიცვის კონსტიტუციური უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

ამასთანავე, პარტია უერთდება "ლელოს" ინიციატივას ოპოზიციური თავდაუსხმელობისა და ერთობის შესახებ.

ამის თაობაზე რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

"ივანიშვილის პარტიამ დღეს ფაქტობრივად, გააფორმა კანონი საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდობის, მთლიანად მოსახლეობის წინააღმდეგ, რითაც არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას და ფაქტობრივად, ცვლის საგარეო პოლიტიკურ კურსს. ამასთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია ასეთია: შექმნილ ვითარებაში ვთვლით, რომ პროქართულ, პროდასავლურ, პროევროპულ პოლიტიკურ ძალებს შორის აღარანაირი გამყოფი ხაზები აღარ უნდა არსებობდეს, ახლა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო გვაქვს გადასარჩენი, დასაცავია ჩვენი შვილების ევროპული მომავალი და სახელმწიფო ინტერესები, ამიტომაც ყველა პროქართული, პროევროპული, პროეროვნული პარტია არათუ მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში უნდა ვიყოთ და არათუ საერთო სტრატეგია უნდა გვქონდეს, არამედ უნდა გავერთიანდეთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც უარს ამბობს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. ჩვენ მზად ვართ ყველა სახის დიალოგისთვის, ყველა სახის დათმობისთვის და გვესმის, რომ წინ გველის ძალზე მძიმე ბრძოლა, რომელიც არ და ვერ იქნება პარტიული - ეს არის ქართველი ხალხის ეროვნული, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ბრძოლა, პარტიებმა კი მასში საზოგადოების დაკვეთა უნდა შევასრულოთ, თუკი მართლაც ვემსახურებით ხალხს და ხალხის ინტერესებს. შესაბამისად, მივესალმებით "ლელოს" ინიციატივას ოპოზიციური პარტიების მიერ ერთმანეთზე თავდაუსხმელობის შესახებ და "ნაციონალური მოძრაობა" ამას უკვე დიდი ხანია, აკეთებს. ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას, - ერთადერთი, ვეტოს რეჟიმში ბოლომდე ვიბრძოლებთ რუსული კანონის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ჩვენი პარტიის 500-მდე წარმომადგენელი ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებში მუშაობას წყვეტს. ყველას, მათ შორის ჩვენს საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ დადგა დრო, გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება გაფიცვებთან მიმართებაში. უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქის მხრებზე გადის ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და დასავლელი პარტნიორები ამ ბრძოლაში ჩვენს გვერდში იქნებიან" - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S