Accentnews.ge
ზურაბიშვილის და ო'ბრაიენის შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს გაგრძელდა

ზურაბიშვილის და ო'ბრაიენის შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს გაგრძელდა

14/05/2024 15:21:44 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო'ბრაიენის შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს, საათნახევარი გაგრძელდა.

„საათნახევრიანი პირისპირ შეხვედრის გამო გაუქმდა პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით დაგეგმილი შეხვედრა”, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

საუბრის შინაარსი საჯარო არ არის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S