Accentnews.ge
Edison Research: რესპონდენტთა 65%-ის აზრით, "აგენტების კანონი" NGO-ების და ოპოზიციური პარტიების შეზღუდვას ემსახურება

Edison Research: რესპონდენტთა 65%-ის აზრით, "აგენტების კანონი" NGO-ების და ოპოზიციური პარტიების შეზღუდვას ემსახურება

14/05/2024 15:23:25 პოლიტიკა

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, "თქვენი აზრით, რას ემსახურება "გამჭვირვალობის კანონი", მოსახლეობის 65% მიიჩნევს, რომ არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციური პარტიების შეზღუდვას, ხოლო 35%-ის აზრით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 16-26 აპრილის შუალედში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S