Accentnews.ge
პარლამენტთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა

პარლამენტთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა

03/01/2020 09:08:08 საზოგადოება

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა: ერთმანეთს სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები და პოლიციელები დაუპირისპირდნენ. ინციდენტში მონაწილეობდა "ლეიბორისტული პარტიის“ წევრ ლაშა ჩხარტიშვილიც.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ არსებულ ატრაქციონთან მიახლოებას და იქ 20 ივნისის აქციის ამსახველი ფოტოების დადებას აპირებდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა, რასაც მცირედი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ინციდენტის შემდეგ პოლიციამ ლაშა ჩხარტიშვილი ტერიტორიიდან გაიყვანა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S