Accentnews.ge
პაველ ფიშერი: ამ კანონის შესწორება არ გაალამაზებს სურათს – კანონი თავად არის ძალიან არასწორი და შეუსაბამო

პაველ ფიშერი: ამ კანონის შესწორება არ გაალამაზებს სურათს – კანონი თავად არის ძალიან არასწორი და შეუსაბამო

14/05/2024 15:42:56 პოლიტიკა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ პაველ ფიშერმა განაცხადა, რომ კანონი, რომელიც დღეს დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა, "არის ძალიან არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი". ამის შესახებ მან საქართველოში გამართული შეხვედრების შემხეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა დელეგაციის დანარჩენ წევრებთან ერთად.

„ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ განვაცხადოთ, კანონი, რომელიც დღეს დაამტკიცეს, არის ძალიან არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ამ კანონის შესწორება არ გაალამაზებს სურათს. კანონი თავად არის ძალიან არასწორი და შეუსაბამო. ეს არ არის ერთადერთი მაგალითი: ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ გენდერული კვოტირების კანონზე, უმცირესობებისა და ლგბტქ კანონზე, ოფშორების კანონზე, ცენტრალური ბანკის უფლებამოსილების შესახებ კანონზე ან ჩანაწერების შესახებ კანონზე და სხვა. ყველა ეს კანონი გვაჩვენებს ტრაექტორიას, რომელიც შეუსაბამოა იმ გზასთან, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის და თანამშრომლობის შესაძლებლობისთვის“, - აღნიშნა ფიშერმა.

მისი თქმით, თბილისში მყოფი დელეგაციის წარმომადგენლებს სურდათ, შეხვედროდნენ საქართველოს ინსტიტუტების წარმომადგენლებს, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცათ.

„მათ თქვეს, რომ ეს მოხდა უსაფრთხოების მიზეზების გამო, თუმცა ჩვენ მივიღეთ ეს როგორც არის".

მან თქვა, რომ შეხვდნენ ნოკოლოზ სამხარაძეს:

"ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, შეხვედროდით მთავრობის წარმომადგენლებს, თუმცა მოგვეცა შანსი, შეხვედროდით ჩვენს კოლეგას „ქართული ოცნების“ შტაბში, სადაც შევძელით, შეხვედროდით კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ სამხარაძეს. ჩვენ ასევე გვქონდა პატივი, შევხვედროდით საქართველოს პრეზიდენტს, უნივერსიტეტის სტუდენტებს და მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S